დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ

divider

ჩვენი კომპანია ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა საპონს 2017 წლიდან. კომპანიის ხარისხის მთავარი საიდუმლო - მის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი ინგრედიენტები და ორიგინალური რეცეპტებია. ჩვენს საპნებს ვუწოდეთ კუმპა და ამ სახელწოდებას შეხვდებით ეტიკეტზე. სულხან-საბას მიხედვით ‘კუმპა’ საპონს ნიშნავს ძველ ქართულად.

კუმპას ვამზადებთ მრავალფეროვანი ინგრედიენტებისაგან: ქართული ბენტონიტური თიხა, ღვინო (საფერავი, რქაწითელი), შვრია, ყავა, ეკოლოგიურად სუფთა ზონებში მოკრეფილი სამკურნალო მცენარეები, თაფლი, მარწყვი, ჟოლო და ა.შ. კუმპაში შედის ქოქოსის, წიბწის, ნუშის, ზეითუნის, კაკაოს, შიის, ავოკადოს, პალმის, სეზამის, სელის, მაკადემიის ცხიმები და სხვა.

კუმპა მზადდება სხვადასხვა წესით და გვაქვს როგორც დეკორატიული საპნები, რომლებიც სიამოვნება ანიჭებს მომხმარებელს თავისი ვიზუალით და ხარისხით, აგრეთვე კანის გამაჯანსაღებელი საპნები; მასში შემავალი სასარგებლო ინგრედიენტები ხელს უწყობს სახის კანის გაჯანსაღებას. მომხმარებელს ვთავაზობთ საპნებს ნორმალური/მშრალი, ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის.

საპნის გარდა ვაწარმოებთ მცენარეულ წყალს (დაფნის, როზმარინის და სხვა), არომა სანთლებს, ტუჩის დამატენიანებელ საცხს.

ჩვენი სტუდია მდებარეობს ქ. თელავში. შესაძლებელია საპნების შეძენა ადგილზე და ასევე საპნის მომზადების მასტერკლასების დაჯავშნა.

აღმოაჩინეთ უნიკალურობის ხიბლი ჩვენი საპნებით!

კონტაქტი ჩვენს შესახებ
arrow